კავკასიელ ერთა გაერთიანებული ორგანიზაცია: ვიზიარებთ საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას

1561117653
არასამთავრობო ორგანიზაცია (კეგო) "კავკასიელ ერთა გაერთიანებული ორგანიზაციის" სახელით, თავმჯდომარე გიორგი ცაციაშვილი განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ვეხმაურებით გუშინ საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში მომხდარ ძალიან სამწუხარო და უფრო მეტიც, ტრაგიკულ ფაქტს, სადაც ოკუპანტი რუსეთის, უმაღლესი დუმის დეპუტატი,სერგეი გავრილოვი მოგვევლინა სხდომის წამყვანად, ვიზიარებთ საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას!!!
ასევე გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით: ჩვენი ორგანიზაციის სახელით ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და ავღიშნავთ, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების თუ პროტესტის გამოხატვის უფლება, ხაზს ვუსვამთ კონსტისიტუციის ფარგლებში!!! მივმართავთ, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ოპოზიციის ლიდერებს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისათვის და კეთილდღეობისათვის მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ყველა გადაწყვეტილებას, მშვიდობიანად და კონსტიტუციის სრული დაცვით გავიაროთ იმ ბეწვის ხიდზე რომელზეც სამწუხაროდ აღმოვჩნდით ზემოაღნიშნული ფაქტის გამო. - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.