საქართველოში სადამკვირვებლო მიზნით ჩამოვედი, დავესწარით საარჩევნო უბნის გახსნას, ყველაფერი წესრიგშია, - განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა კატალინ ჩობორმა.
„საქართველოს ძალიან კარგი და საინტერესო საარჩევნო სისტემა აქვს. იმედი მაქვს, რომ დღეს ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - აღნიშნა კატალინ ჩობორმა.
შეგახსენებთ, დღეს თვითმმართველობის არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს