ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს.  გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცნობილია, რომ მომხდარს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა პედაგოგსა და მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი. მასწავლებელი რამდენიმე მოსწავლემ გარყვნილ ქმედებაში დაადანაშაულა.

არის თუ არა სუიციდის ფაქტი მომხდართან კავშირში, ჯერჯერობით უცნობია.