დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი კახაბერ ლაბუჩიძე დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ყველა მშენებლობას დანაშაულად წარმოაჩენს.
„გაბრიელ სალოსის გამზირზე განსახორციელებელ პროექტს ვითომ „ქალაქზე მოაამაგეები“ სრულიად უარგუმენტოდ ეწინააღმდეგებიან. მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ ამ ობიექტთან ძალიან ახლოს არის მათ მიერ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თავის დროზე ისე ააშენეს 22 კორპუსი, რომ არ უზრუნიათ მაცხოვრებლებზე, არც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, არც ახალ ბაგა-ბაღზე და არც ახალ საჯარო სკოლაზე. დღეს სწორედ მათი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.