დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.
თბილისის მერმა, ნაძვის ხის ანთებამდე, საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
"დღეიდან გაიხსნება საახალწლო სოფელი, რომელიც განსაკუთრებულ მოგონებებთან და ემოციებთან არის დაკავშირებული და დარწმუნებული ვარ, წელსაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი დედაქალაქი. ნაძვის ხის ანთებისას ყოველთვის სურვილებს იფიქრებენ, ცხადია, სურვილები ბევრია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული - ეს არის მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა. დაე, მშვიდობა სუფევდეს სრულიად საქართველოში,"- განაცხადა კახა კალაძემ.








