საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.
2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ:
ზურაბ კახაბრიშვილს (ექიმი, პროფესორი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი);
მერაბ კილაძეს (ექიმი; პროფესორი);
გიორგი ჭუმბურიძეს (ექიმი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი);
დიმიტრი ბაზერაშვილს (ექიმი, პროფესორი);
გიზო გაბესკირიას (რეჟისორი);
გვანჯი მანიას (გეოგრაფი, ჟურნალისტი, მეცნიერი, თბილისობის დღესასწაულის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი);
ბიძინა სონღულაშვილს (ინჟინერი);
ნათელა ვასაძეს (ფილოლოგი, პროფესორი);
გელა ფარჩუკიძეს (დირიჟორი);
ნელი სალაძეს (სპორტსმენი, მწვრთნელი);
მზია აფრიდონიძეს (მუსიკოსი, მხატვარი);
გურამ ბათიაშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი);
კახა ქორიძეს (არქიტექტორი, მსახიობი);
გოგი მარგველაშვილს (რეჟისორი);
თამაზ გოდერძიშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი);
ნელი კობიაშვილს (ჟურნალისტი, პუბლიცისტი);
გივი სიხარულიძე (მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი);
ვახტანგ ცუხიშვილს (არქიტექტორი); ზურაბ ყიფშიძეს (მსახიობი);
გურამ კალანდაძეს (გეოლოგი);
ნელი ბერაიას (მსახიობი და მხატვარი);
თენგიზ გაჩეჩილაძეს (პედაგოგი, ჟურნალისტი);
თეიმურაზ ლეჟავას (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოში);
ოლესია თავაძეს (მხატვარი).