ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა, რომელსაც 10 სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. 

როგორც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში ბენეფიციარების დიფერენცირება მათთვის მისაღებია. 

ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ჯიპიაი ჰოლდინგი" არსებული პაკეტების გაჩერებას არ გეგმავს. 

"რაც გვაქვს პაკეტები და რომელსაც ვყიდით, არანაირი გაძვირება არ არის დაგეგმლი. ჩვენს კომპანიაში ინდივიდუალური პაკეტების ფასი 15-დან 100 ლარამდე მერყეობს",-განაცხადა პაატა ლომაძემ.