"დღეს დილით პაციენტი იწონის 69 კილოგრამს და 700 გრამს, თუ ასე გაგრძელდება ხვალ ის იქნება 68, ზეგ 65. მკურნალობაში ორი კომპონენტია - სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება" - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი წონაში ყოველდღიურად იკლებს და თუ კლება გაგრძელდება, შესაძლოა, "ფატალური შედეგი დადგეს."
"ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარეს სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუნდაც, ამ კოვიდშეფასების მიმართ, ის რაც ნამდვილი რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით, იმ რაოდენობით, რაც რეკომენდებულია, მან ამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის მიღება, საკვების მიღება, საკვებდანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა. კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ, კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა
ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ როცა ის იღებს საკვებს იმ რაოდენობის საკვებს ის ირგებს, ყლაპვის ფუნქციის გაძნელება, რაიმე პრობლემა, დაბრკოლება არ არსებობს. თვითონ აცხადებს, ომ უკმაყოფილოა ამ მიმდინარე პროცესებით და გამოხატავს თავის პროტესტს ამ ფორმით.
დღეს დილით პაციენტი იწონის 69 კილოგრამს და 700 გრამს, თუ ასე გაგრძელდება ხვალ ის იქნება 68, ზეგ 65. მკურნალობაში ორი კომპონენტია - სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.