22 თებერვალს გამართულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი დაარეგისტრირა.
საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, კანდიდატებს შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი წევრები:
ბადრი შონია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე;
პაატა სილაგაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, ასევე, წარსულში იყო ის საბჭოს წევრი (2013-2017 წლები), ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
ირაკლი ბონდარენკო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;
ლაშა თავართქილაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
გოჩა დიდავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
ეკატერინე კულულაშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
მერაბ ლომიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
ნათია მერაბიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
გიზო უბილავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
სიმონ ჩხაიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
ზურაბ ძლიერიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე;
გოჩა ჯეირანაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
გიორგი გოგინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
სიაში ასევე არიან ადვოკატები და სხვა იურისტები.