იწყება საბუთების მიღება საყოველთაო ნათლობისათვის - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

 იწყება სამოცდამეცხრე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

 ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 2024 წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

 შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.