საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუების ფორმით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე, რომელ პარტიას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 40-მა პროცენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაასახელა.
კითხვაზე სამამდე პასუხის გაცემა იყო შესაძლებელი.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 1200-მა მოქალაქემ. ცდომილება +/- 2,5%-ის ფარგლებშია