18 თებერვალი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ქართველი მეცენატის და ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც 2012 წელს სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას და საბოლოოდ, ეს ბრძოლა მისი, ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

"რეჟიმის ცვლილებამ საქართველოს მოქალაქეს ღირსება, თავისუფლება და მომავლის იმედი დაუბრუნა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანა დადგა დემოკრატიულ რელსებზე და უამრავი გამოწვევის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუციები და რაც მთავარია, განუხრელად არის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება.ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას და მის ოჯახს!" - წერს ირაკლი კობახიძე.