იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, ხვალ დილით თბილისში იქნება.
"კურიერის" ინფორმაციით ხელნაწერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილის ათის ნახევარზე ჩამოიტანენ. იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ივნისში ლონდონში, "კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა.
ორენოვან, ქართულ-არამეულ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს, სახარებისეული ტექსტების შესწავლისა და სამეცნიერო-ლიტერატურული თვალსაზრისით უნიკალური მნიშვნელობა აქვს. იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს აქამდე არასდროს ჰქონია.