მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო "ფეისბუკში" გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს.
დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ: განცხადება გაავრცელა კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, სადაც ნათქვამია: "ბაკურიანი ციდას" ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა - გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას