სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, სესმა მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით - „ბაკურიანი ციდა“, ინტოქსიკაციის შესახებ.

"ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება." - ნათქვამია სესის გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, განცხადება გაავრცელა კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, სადაც ნათქვამია: "ბაკურიანი ციდას" ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა - გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას