ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"შარშანდელი გუშინდელი დღე საკუთარი სასიკვდილო განაჩენივით მახსოვს - მთელი მისი სამეგობროდან, როგორც მახსოვს, პირველად მე გავიგე მისი გარდაცვალება. გავიგე - ანუ “ინფორმაცია შემომივიდა” რ2ის დირექტორს. აღარც ღირს რეაქციის გახსენება, მაგრამ “ომის დროინდელი ფოსტალიონის” საშინელი შეგრძნება კი იყო ბოლო წერტილი - ბევრისთვის მე მომიწია დარეკვა და პირველი რეაქციების მოსმენა. პატივს ვცემდი. მიყვარდა. სულ მემახსოვრება. R.I.P. Nika Rurua ? კაცი, რომელმაც მასწავლა, როგორ გამოვიგონოთ თავი ხელახლა" - წერს ნიკა გვარამია. ცნობისთვის, 2019 წლის 4 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის” წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა. .