შემთხვევა, წუხელ ღამით, სოფლის ცენტრში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიას სავარაუდოდ, ორი ხელყუმბარა ესროლეს. ერთი ხელყუმბარა აფეთქდა და მაღაზიის ვიტრინა დააზიანა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების ინფორმაციით,  ძლიერი აფეთქების ხმა შუაღამის 2-დან 3 საათამდე შუალედში გაიგეს.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.