საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩიეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყო და მას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირმა მიმართა.

ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობით გაფართოებულ კრებას ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მოწვეული 1200 დელეგატი დაესწრო. 

სიტყვით სარგებლობის შემდეგ ჩატარდა დახურული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღეს.

მოქმედი წესის თანახმად, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 39 ეპისკოპოსის მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელახალი კენჭისყრა დაინიშნება.

კრება დახურული იყო, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში კრების გახსნის, კენჭისყრის პროცესისა და შედეგების გამოცხადების ტრანსლაციას უზრუნველყოფს.

ახალ პატრიარქს ყველა ის ტიტული გადაეცემა რასაც ილია მეორე ატარებდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ამავდროულად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი იქნება.

ინტრონიზაციის ცერემონია მოგვიანებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება,