განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 48 წელს ულოცავს. 

"მის უწმინდესობას გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 48 წელს!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II   ათწლეულებია ქვეყანაში სიბრძნის და მშვიდობის საყრდენს წარმოადგენს. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქართველი ერის ერთიანობაში, ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში.

ჩვენს სულიერ წინამძღოლს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოს საკეთილდღეოდ"