თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს. 25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
„უდიდესია მისი ღვაწლი ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის წინაშე.
მისი სულიერი წინამძღოლობა ათწლეულების განმავლობაში იქცა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, მშვიდობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საფუძვლად.
ვულოცავ მის უწმინდესობას დღევანდელ დღეს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ და სანუგეშოდ“ - ნათქვამია ზურაბ აბაშიძის მისალოც განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს სამოციქულო ეკლესიას 1977 წლიდან ხელმძღვანელობს.











