პოლონელი ექიმები ჩამოსასვლელად მზად არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჩამოდიან, როგორც ჩანს, ნებართვა არ აქვთ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“სამწუხაროდ, პოლონელი ექიმების ბევრი არაფერი არ ვიცი. ვიცი, რომ უნდა ჩამოსულიყვნენ, ჩემთვის ცნობილია, რომ ისინი ჩამოსასვლელად მზად არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჩამოდიან. როგორც ჩანს, მათ ნებართვა არ აქვთ, თორემ ამდენი ხანი ხომ ჩამოვიდოდნენ. იქიდან ყველანაირი მზადყოფნა იყო, ფოტიგა იგივეს ლაპარაკობდა, სტრასბურგში ვიყავით და ყველა იმავეს გვეუბნებოდა. ფაქტია, რომ ეს ექიმები ვერ ჩამოდიან“, - განაცხადა ალასანიამ.