თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ყიფშიძის N2-4-ში დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოების პირველ ეტაპზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟს განახორციელებენ. შემდეგ ეტაპზე კი 3500 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი და გამწვანდება სკვერი.
„ქალაქის ცენტრში თბილისელებს გართობისა და აქტიური დასვენების კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სივრცე ექნებათ. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა უმრავლესობა მიმართულია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ყველა თაობის ინტერებსა და საჭიროებებზე არის მორგებული“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სკვერის რეაბილიტაცია ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება.