საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი პატარა ენის მშობლები გახდნენ.
სასიამოვნო სიახლე სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„მივესალმოთ ენი მამარდაშვილის მშობლებს...
გიორგისა და ელენესთვის ახალი ცხოვრება დაიწყო“, - წერს Geo Team სოციალურ ქსელში.
გიორგი მამარდაშვილის რჩეული, მოდელი ელენე ეპიტაშვილი საზოგადოებამ ერთი წლის წინ გაიცნო, როდესაც საყვარელმა მამაკაცმა ხელი საჯაროდ სთხოვა.