ხელოვნების სახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას ახალი წიგნი „ქართული მოდის ისტორია“ ორშაბათიდან ხელოვნების სასახლის მაღაზიაში გაიყიდება.

„მეგობრებო ძალიან გახარებული ვარ. გამოვიდა ჩემი ახალი წიგნი „ქართული მოდის ისტორია“ ორ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. 400-ზე მეტი გვერდი 3000-ზე მეტი ფოტო. წიგნის დიზაინერი ირაკლი ზამბახიძე, ინგლისური თარგმანი ნუცი კაჭახიძე. წიგნი ორშაბათიდან ხელოვნების სასახლის მაღაზიაში გაიყიდება“, - წერს გიორგი კალანდია.