17 იანვარს, ხელოვნების სასახლე ყველაზე ლამაზ და გულკეთილ ანგელოზებს თავის საგამოფენო სივრცეში მასპინძლობს. ენდი მეყანწიშვილის "გოგოები" მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქართული ქსოვილის სამოსში იქნებიან გამოწყობილები.

როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ამბობს, ეს ის გამოფენაა, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

"მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და გულკეთილ საშობაო ანგელოზებს ენდი მეყანწიშვილმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქართული ქსოვილის სამოსი ჩააცვა. ზეციური სიკეთისა და სიყვარულის ამ უკეთილშობილესი მაცნეების ნახატების გამოფენა კი 17 დეკემბერს ხელოვნების სასახლეში გაიხსნება და 14 იანვრამდე გაგრძელდება.

აუცილებლად გირჩევთ მოხვიდეთ და დაათვალიეროთ, გარდა ამისა გეძლევათ უნიკალური შანსი ეს ანგელოზები გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში თქვენს პატარებსაც წაუყვანოთ" - წერს გიორგი კალანდია. 

ინტერვიუს ენდი მეყანწიშვილთან მოგვიანებით შემოგთავაზებთ.