"ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თეა წულუკიანი ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრია, ვისთანაც ურთიერთობა მქონია. " - ამბობს ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია "აიპრესის" რუბრიკისთვის "ამბები ადამიანებზე" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში. როგორც ჩვენი რესპოდენტი გვიყვება, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში "ხელოვნების სასახლისთვის" არაერთი უმნიშვნელოვანესი ექსპონატი იქნა შეძენილი, რომელიც ბევრი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.  ის ამბობს, რომ სიკეთე, რომელიც ქვეყნისთვის კეთდება, არ უნდა დარჩეს მადლიერების გრძნობის გარეშე.

რაზე დაეტყო? შეგიძლია მომიყვე კონკრეტულად?

ბევრ რამეზე დაეტყო და ჩამოვთვლი ამის კონკრეტულ ფაქტებს. ადამიანებთან ურთიერთობა და ერთგულება მაკავშირებს საქმიდან გამომდინარე. ქალბატონი თეა იყო პირველი მინისტრი, რომელმაც ეს სასახლე და სხვა ჩვენი შენობები, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, სარდაფის დონემდე დაათვალიერა. მარტო საგამოფენო დარბაზები კი არ დაათვალიერა, იყო ყველა საცავში, ყველა ფონდში, ჩავიდა სარდაფში, შეხვდა ყველა თანამშრომელს, მოუსმინა ფონდების მთავარ მცველს. ასეთი პრაქტიკაში მე მანამდე არ მქონია ნამდვილად და ეს არ ვთქვა და არ დავინახო, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, წამოუდგენელია.


 ეს ერთი, მეორე - მისი მინისტრობის დროს, სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებს და მათ შორის ჩვენც, ხელფასები გაეზარდათ და დარგი, რომელიც იყო მივიწყებული, დარგის წარმომადგენლებს, რომლებსაც ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონდათ სისტემაში, დღეს თავს გრძნობენ გაცილებით დაფასებულებად სახელმწიფოს მხრიდან. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისტორიის კუთვნილებაა და ადამიანები ფასდებიან იმით, თუ რა დატოვეს. 
ჩვენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ მუზეუმის კოლექციებისათვის შევიძინეთ და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნიდან დავაბრუნეთ ისეთი ნამუშევრები, რომელზე ფიქრიც იყო წარმოუდგენელი.  ამის მაგალითია სურათი  “კავკასიელი უფლისწული”. 100 წელიწადზე მეტი დაკარგულად ითვლებოდა. შევისყიდეთ და ბრუნდება მუზეუმში. ერთი ნაწილი მეცნიერებისა, თვლიდნენ რომ ეს არის ქართველი უფლისწული, მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს არის ჩერქეზი უფლისწული. როგორ არ უნდა ვთქვა და როგორ უნდა დავხუჭო ამ ყველაფერზე თვალი? ეს ხომ ჩემთვის არ ხდება, ეს ყველაფერი არის ამ ქვეყნის კოლექცია. 


კიდევ ერთ მაგალითს ვიტყვი, არასოდეს ამ ქვეყანას, მისი არსებობის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ის არის უდიდესი ტრადიციების,  კულტურისა და განსაკუთრებით უზარმაზარი სამუზეუმო ტრადიციის ქვეყანა, არასოდეს  ჰქონია საექსპერტო ლაბორატორია! ეს არის აღმაშფოთებელი ამბავი, ანუ ქვეყნიდან რა გადის, რა შემოდის, რა არის ორიგინალი, რა არის ყალბი, ვინ რა შეიძლება შეგიცვალოს, ამის კონტროლის მექანიზმი ქვეყანას არასდროს  გააჩნდა. 


ქალბატონი თეა წულუკიანი არის პირველი მინისტრი, რომელმაც ეს გააკეთა და სულ მალე, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან მუზეუმში, ამ ძალიან მაგარი ლაბორატორიის პრეზენტაცია მოხდება. უმაგრესი აპარატურით, გადამზადებული სპეციალისტებით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ დაინახო და თვალი დახუჭო იმიტომ რომ ვიღაცას არ სიამოვნებს, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ეს რაღაც ბანაკში იწვევს ეგრეთწოდებულ ბაბლში, გაღიზიანებას.
 ისევ  ვამბობ, იყო დრო, როდესაც მე გამსახურდიას მომხრე ვიყავი და იგივე ბაბლის წევრები ამას მიიჩნევდნენ ძალიან სამარცხვინოდ და იგივე ბაბლის წევრები დღეს ზვიად გამსახურდიას ვიდეოებს და ფოტოებს აქვეყნებენ და აზიარებენ, რა მაგარი პრეზიდენტი იყოო.  იმას რასაც მე 15 წლის  წინ ვიძახდი, ამას ახლა იძახიან ეს  ეგრეთწოდებული ბაბლის წევრები. არავის არაფერი არ დავიწყები, ყველას ყველაფერი ახსოვს.