ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტით და საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით განხორციელებული პროექტი!- ამის შესახებ ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდიას სოციალურ ქსელში წერს. 

აი ასეთი გაბზრიალებული - გაწკრიალებული საცავები ექნება დღეიდან დადიანების სასახლეს! პროექტი მოამზადა ხელოვნების სასახლემ, ზედმიწევნით შეასრულა შპს "ტაო-ტბელმა", მუზეუმის დირექტორმა დავით ოყუჯავამ ბრწყინვალედ უხელმძღვანელა პროცესს ადგილზე.

ყველა საცავი აღჭურვილია ცეცხლის ქრობის, ვიდეო თვალთვალისა და სიგნალიზაციის უახლესი სისტემებით, რეაბილიტაციის დროს გამოვლენილი ყველა ისტორიული ფენა რესტავრირებულია... წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გელით - წერს გიორგი კალანდია "ფეისბუკში".