ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანმა მოცეკვამემ, გიორგი ფოცხიშვილმა მოკლე დროში მეორე მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

გიორგი ფოცხიშვილი საცეკვაო სპექტაკლ „მწვანე მაგიდა" მთავარი როლის ძლიერი ინტერპრეტაციისთვის,  მსოფლიო ბალეტის და თეატრის პრესტიჟული პრიზის მფლობელი გახდა.

ცნობილი ქართველი მოცეკვავის, გელოდი ფოცხიშვილის შვილიშვილი, ფოცხიშვილების საცეკვაო დინასტიის წარმომადგენელი, 22 წლის გიორგი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეთა ძირითად შემადგენლობაშია და ბოლო პერიოდის განმავლობაში კარიერულ საფეხურზე წინ გასაოცარი სისწრაფით მიიწევს. ჯერ ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის ახალგაზრდულ შემადგენლობაში მიიწვიეს, შემდეგ კი, ძალიან სწრაფ ტემპში, ერთ-ერთ წამყვან მოცეკვავედ იქცა, რომელიც  სცენაზე დგომის 15-წლიანი სტაჟით პრიმაბალერინა ანა ციგანკოვას უწევს პარტნიორობას.