სკოლა თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფოს ყოველგვარი ზედმეტი ჩარევისგან.
რა არის "ზედმეტი ჩარევა"? -
ყველაფერი, რაც სკოლის ადმინისტრირებას, სასწავლო და აღმზრდელობით პროცესსა და კადრებს ეხება - არ შეიძლება, ყველგან, ყოველთვის და ყველაფერს - კონკრეტულ დეტალებამდე - ცენტრი მართავდეს. - ამის შესახებ ფილოლოგი, საქართველოს განათლების მინისტრის მრჩეველი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

"ეს პრინციპულად შეუძლებელია და, ამასთან, უზარმაზარ ადამიანურ, დროით და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს - მათი გაცილებით უკეთ გამოყენება შეიძლება.
სახელმწიფოს მხოლოდ ფუნქციობის უზრუნველყოფის (საჯარო სკოლებში), სერვისების შეთავაზების, განვითარების შესაძლებლობის შექმნისა და განათლების ხარისხის აუცილებელი კონტროლის მიზნები და ამოცანები უნდა ჰქონდეს.
თავისუფლება განათლების სფეროშიც ძნელია, მაგრამ აუცილებელია.
სკოლას უნდა მიეცეს თავისუფლებაც და პასუხისმგებლობაც - ეს ორნი მხოლოდ ერთად ცოცხლობენ.
მე ასე ვფიქრობ და სხვამ უკეთესი ბრძანოს. - წერს გია მურღულია.