ერთიანი ფიქრი დიდი ძალაა - მას მთების დაძვრა შეუძლია,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს.

„დღეს ერთი ფიქრი და განწყობა აერთიანებს ყველას, ვინც ქართველად გრძნობს თავს - ჩვენი ნაკრების გამარჯვება. 
ერთიანი ფიქრი დიდი ძალაა - მას მთების დაძვრა შეუძლია. 
გონიერი შემართება ყველაფერს ამარცხებს.
დაე, გაიხაროს საქართველომ!“,- წერს გია მურღულია.

ცნობისთვის, დღეს, 21:00 საათზე  26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხი, საქართველოს რადიო (FM 102.3) და Player.1tv.ge შემოგთავაზებთ.

ნახევარფინალში „ჯვაროსნებმა“ ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხეს, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო.

დღეს გამარჯვებული გუნდი კი გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.