აზროვნება ცოტა გვიან იბადება, მაგრამ შეუძლია ადამიანზე ადრე მოკვდეს - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელ წერს.

„აზროვნება ცოტა გვიან იბადება, მაგრამ შეუძლია ადამიანზე ადრე მოკვდეს.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მას არ მისცე თვითმკვლელობის უფლება - ასე ხდება, როდესაც ახირებულ იდეებსა და ხედვებს ეწირები.ეცადე, ის დაინახო, რაც რეალურად არის და არა ის, რისი დანახვაც მაინცდამაინც გინდა - რაც ხელოვნებაში მომხიბვლელია, ცხოვრებაში დიდ პრობლემებს ქმნის.ისე კი, ყველას დილა მშვიდობის! - რაც გინდა განვსხვავდებოდეთ, "ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ"... თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ძალიან ახირებული არ არის და საკუთარ აზროვნებას თვითმკვლელობისკენ არ მოუწოდებს.გაამარჯვებინე შენს ფიქრში დღეს! - ღამეს დახმარება ისედაც არ სჭირდება“-  წერს გია მურღულია.