თუ გსურს, არ დაბერდე, გაუღიმე ახალ შესამეცნებელს - არ დაიზარო სიცოცხლე.წლებმა თავისი საქმე იციან - შენც იცოდე,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს.
„სიბერე მოდის მაშინ, როდესაც ისიც კი, რაც უნდა მოხდეს, მოგონებებში გადადის და ახალშიც ძველ განცდას ხედავ.
არ შეაჭმევინო წარსულს მომავალი - ის ყოველთვის მშიერია.
ნაცნობს მუდმივად სურს, დაამარცხოს უცნობი.
თუ გსურს, არ დაბერდე, გაუღიმე ახალ შესამეცნებელს - არ დაიზარო სიცოცხლე.
წლებმა თავისი საქმე იციან - შენც იცოდე.
ჯერ სულს გაუთენე, შემდეგ - გონებას, მერე კი - კეთილ საქციელს.
იფიქრე წარსულზეც და მომავალზეც, მაგრამ იცხოვრე ახლა!“,- წერს გია მურღულია.