ნუ მავალდებულებ, მხოლოდ ისე ვიყო თავისუფალი, როგორადაც შენ წარმოგიდგენია - ამ ცნებაზე მონოპოლია არავის აქვს - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი თავისუფლება არ არის მხოლოდ ისეთი ლაპარაკი ან მოქცევა, როგორიც შენ გსურს - როგორც მე მივიჩნევ საჭიროდ, მინიმუმ, ისიც არის.
შენმა თავისუფლებამ ჩემი არ უნდა შეჭამოს.
ნუ მავალდებულებ, მხოლოდ ისე ვიყო თავისუფალი, როგორადაც შენ წარმოგიდგენია - ამ ცნებაზე მონოპოლია არავის აქვს.
სულელი, შემცდარი ან ცუდად მოტივირებული კაციც თავისუფალია, მაგრამ მას არ აქვს უფლება, "ქცევის ერთადერთობა" მიისაკუთროს.
თავისუფლება არ არის მხოლოდ მავანთა თამაშის წესებით ცხოვრება - თუ ამას გაიძულებენ, შენი დამონება სურთ.
შენი თავისუფლების სახელით, სხვა შენგან დაწესებული სტერეოტიპის თუ აზროვნების ჩარჩოს ტყვედ არ უნდა გადააქციო.
და ერთიც:
დადასტურებული უაზრობა თავისუფლებას არ იმსახურებს“,- წერს მურღულია.