ნუ ეცდები, ყველაფერი იცოდე - საჭირო საკმარისია, უბრალოდ, უნდა იცოდე, რა არის საკმარისი - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში  წერს.

„ნუ ეცდები, ყველაფერი იცოდე - საჭირო საკმარისია.
ნუ ეცდები, ყველაფერი თქვა - საჭირო საკმარისია.
ნუ ეცდები, ყველაფერი გააკეთო - საჭირო საკმარისია.
ნუ ეცდები, ყველაფერი დაივიწყო - საჭირო საკმარისია.
არსებობს ცოდნის, მეტყველების, ქცევისა და დავიწყების ეკონომიის პრინციპი, რომელიც ადამიანს რაციონალური ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
უბრალოდ, უნდა იცოდე, რა არის საკმარისი“,- წერს მურღულია.