საქართველოში ჩინეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

ამის შესახებ საელჩოს სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

ჩინეთის საელჩო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„საქართველოში ჩინეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – ნათქვამია საელჩოს სამძიმრის წერილში.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.