2 თებერვალს,  19:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი აწყობს გაზაფხულის ფესტივალს.

გაზაფხულის ფესტივალი ჩინეთში, კორეაში, იაპონიასა და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალი წლის შემობრძანებას გულისხმობს.

მობრძანებულ სტუმრებს ძალიან საინტერესო სანახაობა ელოდებათ.

 ინსტიტუტის ლექტორები და სტუდენტები წარმოადგენენ დღესასწაულთან დაკავშირებულ საინტერესო აღმოსავლურ ტრადიციებს: ახალი წლის ლეგენდის პერფორმანსს, დრაკონის ცეკვას, ჩინურ სიმღერებს, ცეკვებსა და სხვა სახალისო აქტივობებს.