გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს

1653224283
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა
შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.