კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე იმყოფება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესში ბაჩო ახალაია შეუძლოდ გახდა, რის გამოც უწყებაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გაეწია შესაბამისი დახმარება. ამ დროისთვის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას გამოკითხვა გრძელდება.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით უწყებაში დაბარებულია ბაჩანა ახალაია