შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია. - ნათქვამია უწების გავრცელებულ ინფორმაციაში.