ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი გაბუნიამ გადამცხადა.
"ამ მოცემულობაში რაც ნაცებს სჭირთ ახლა, ცალ მხარეს არის მელიას მხარე "ვაი" და ხაბეიშვილის მხარე "ვუი", და პარტია არის "ვაი-ვუი" და არავის არ აქვს სურვილი "ვაი-ვუის" საქმე აკეთოს. მე გავაშუქებ რასაც ისინი გააკეთებენ, ან ვერ გააკეთებენ, უნდა იცოდნენ თავიანთი ადგილი სად არის. მე ვთვლი, რომ მელიას როგორც დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის იმ არჩევნებამდე ბევრად უფრო ადრე იყო დასრულებული, უბრალოდ ის ამას ვერ მიხვდა და დღემდე ვერ ხვდება, რომ ის მნიშვნელოვან როლს ვეღარ შეასრულებს. იქნება სადღაც მაგრამ ის კაპიტალი რაც მას ჰქონდა დაგროვილი პატიმრობის მერე, როცა ის შარლ მიშელის დახმარებით გამოუშვეს, ის კაპიტალი მან სრულიად გაფლანგა და ვეღარასდროს იქნება ის ვინც იყო. ის ამას ვერასდროს მიხვდება და თუ მიხვდება ჩვენ ამას უბრალოდ გავაშუქებთ, არაფერს არ იზამს - არ გავაშუქებთ. რაც შეეხება ხაბეიშვილის მხარეს, ძალიან დიდი პრობლემები აქვს, არ შემხვედრია არც ერთი ადამიანი რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს. არავინ არ აპირებს ხმის მიცემას მისთვის. არც ისეთები შემხვედრიან რომლებიც ნეიტრალურად აღიქვამენ, ზოგიერთ შემთხვევაში დასცინიან კიდეც.ხაბეიშვილს "ვაუ" რაღაცა სჭირდება, რომ დაგავიწყდეს ვინაა და აღარ მიაქციო ყურადღება "ლ"-ებით რომ ლაპარაკობს. უნდა იმუშაოს ბევრი საკუთარ თავზე რომ ხმები მოიპოვოს"