მიტყდება, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალს ხელისუფლება და მთავრობა ტრიბუნიდან უღრიალებს. მოგწონს არ მოგწონს ოფიციალურად მთავარსარდალია და მთელი მისი ჯარი დგას იქ - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ “მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„მეც არ დამიკლია პრეზიდენტისთვის, ნიკასგან განსხვავებით და სიმართლე გითხრა, ახლა შეიძლება იგივე ფორმით ამ ყველაფერს არ ვიტყოდი, თუმცა შინაარსს ისევ ხელს ვაწერ, ყველაფერი რაც მითქვამს შინაარსობრივად ისევ ძალაში რჩება, მაგრამ ჯამში იმაზე უარესი მე და ნიკასაც არ გვიქნია პრეზიდენტისთვის, რასაც მისივე გუნდი და „ქართული ოცნება“ უშვრება, მაგალითად, დღეს რისი მოწმეც გავხდით. მიტყდება, როდესაც მთავარსარდალს ხელისუფლება და მთავრობა ტრიბუნიდან უყვირის, უღრიალებს, საჯაროდ ამცირებს. მოგწონს არ მოგწონს ოფიციალურად მთავარსარდალია და მთელი მისი ჯარი დგას იქ. ასე ამცირებენ, სკამს აცლიან ხოლმე, სტუმრების წინაშე რომ არ დაჯდეს, როცა უნდა დაუშვებენ, როცა უნდათ არ მივლენ მის ღონისძიებაზე. თუ ნიკას არ ათავისუფლებთ, შეიწყალეთ ქალბატონო პრეზიდენტო საკუთარი თავი, გაათავისულეთ და შესაბამისად ჩვენც გავთავისუფლდებით და ვიქნებით დამოუკიდებლები“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.