მთავარი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი გაბუნიამ კომპანიის ღირებულებაზე და მამოძრავებელ მოტივზე ისაუბრა და განაცხადა, როცა ნიკა გვარამია ციხეში აღმოჩნდა, ეს კრიზისული პერიოდი აღმოჩნდა არხისთვის.
"ჩვენი არხის ფასეულობა არის საზოგადოების განვითარება. როდესაც მეკითხებიან, რატომ ხართ, რა გამოძრავებთ. მეც მიფიქრია ჩემს თავში ამაზე. თითქოს პირველი პასუხი მოდის ხოლმე - თავისუფლება. მაგრამ მე ვთვლი რომ ჩვენი არხი არსებობს სამართლიანობოსთვის, ეს თავის თავში გულისხმობს თავისუფლებასაც და კიდევ ბევრ რამეს. უსამართლობის მსხვერპლია ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა მე რომ მკითხო. ნიკა გვარამია რომ არ უნდა იჯდეს ციხეში და თავისუფალი უნდა იყოს ესე ყველაფერი მოაქვს სამართლიანობას. თუ იქნება სამართლიანობა, ყველაფერი იქნება კეთილდღეობაც და ბედნიერებაც რაც მთავარია.
როდესაც ნიკა დაიჭირეს მე აღმოვჩნდი მისი მოვალეობის შემსრულებელი. ახლა პირველად ვამბობ, რომ მაშინ პირველივე კვირებში მოდიოდა სიგნალები ზოგჯერ ირიბი ზოგჯერ პირდაპირი, რომ "გიორგი უმჯობესია არხი დახურო". ეს სიგნალები ძალიან მაღალი ეშელონებიდან მოდიოდა. მე ხომ ვიცი რასაც ფიქრობდნენ, რომ გიორგი ახლა ადვილი ხელწამოსაკრავია. იყო ასეთი აბსურდული თეორია რომ გათიშული არხი უფრო დასჭირდებოდა ნიკას სტრასბურგში. ჩვენ ვინც ტელევიზიაში ვიყავით, ყველა ვცდილობდით რომ ეს ასე არ მომხდარიყო. მე ვამბობდი რომ ნიკას გადარჩენაზე მნიშვნელოვანი არხის გადარჩენა იყო, რადგან არხი იყო ნიკას თავისუფლების საწინდარი",- განაცხადა გაბუნიამ.