დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლო ტაძართან არსებული ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ნანილა”, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2023 წლის 12 ნოემბერს 14:00 საათზე თეატრ “Aurora”ში გამართავს საიუბილეო კონცერტს.
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ფლორენციის წმინდა. ნინოს ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის ბავშვები და ქალაქ ემპოლის წმ. თამარ მეფის სამრევლო ტაძართან არსებული სიმღერისა და ცეკვის სტუდია “ნანილა”_ს პატარები.
12 ნოემბერს მობრძანებულ მაყურებლთ და სტუმრებს 13:00 საათიდან საშუალება გექნებათ თეატრის ფოიეში დაათვალიეროთ როგორც ანსამბლ “ნანილა”_ს ფოტო გამოფენა, ასევე ქართველ ემიგრანტ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.
“ანსამბლი “ნანილა” 2013 წელს, მეუფე აბრაამის კუთხევით დაარსდა. მისი დაარსების მიზანი იყო, ეკლესიას წირვა-ლოცვის მიღმა, გვერდით შემოეკრიბა სამშობლოს მონატრებული ადამიანები და გაგვეერთიანებინა ისინი, სასიკეთო საქმეში. და ასეც მოხდა, ამ წლების განმავლობაში, 3 სახლი შევუძინეთ რეგიონში მრავალშვილიან ოჯახებს, დავაფინანსეთ 6 გადაუდებელი ოპერაცია დავეხმარეთ ბავშვთა სახლებს , ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
ანსამბლის შემოქმედება მთელი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ საქველმოქმედო ხასიათიაა , ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით საქართველოში ადამიანებს.ამის გარდა ამ კონცერტების მიზანი ქართული კულტურის გაცნობა და პოპულარიზაციაა, ანალოგიური კონცერტები ჩვენი ანსამბლის მონაწილეობით ევროპის არაერთ ქალაქში გაიმართა.” -ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი - არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე




