საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სლესის (მოქცევის) ციხის რეაბილიტაციას განახორციელებს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოხდება ციხის კედლების, კოშკების, გალავანის, ბურჯისა და საყრდენი სტრუქტურების გამაგრება, რესტავრაცია და კონსერვაცია. ასევე, არქეოლოგების ზედამხედველობით გაიწმინდება მტკვრის ნაპირზე მდებარე გვირაბის დაბოლოება. მოწესრიგდება ციხემდე მისასვლელი და შიდა ბილიკები და მიმდებარე ტერიტორია.
რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ძეგლის არსებული მდეგომარეობა.
სლესის ციხე IX –X საუკუნეებით თარიღდება და ერთ-ერთი, სტრატეგიული თვალსაზირისით უმნიშვნელოვანესი, საფორტოფიკაციო ნაგებობაა თორისა და სამცხის ისტორიულ საზღვარზე. 2006 წელს მას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.











