საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) 2026 წლის ივნისის ბოლოსათვის 73.52 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2.13 მილიარდი ლარით, ანუ 2.98%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 22.86%-ი შეადგინა. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 782.71 მილიონი ლარით, ანუ 2.22%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები – 1.34 მილიარდი ლარით, ანუ 3.71%-ით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის ივნისის ბოლოსათვის 56.16 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.21 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.90%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.52%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 77.21% , ხოლო ევროს წილმა 20.14% შეადგინა.








