საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2026 წლის ივნისის ბოლოსთვის 75.43 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.30 მილიარდი ლარით, ანუ 1.75%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.47% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 985.05 მლნ ლარით, ანუ 2.29%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.13 მლნ ლარით, ანუ 1.00%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ივნისის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.41 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.45%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 21.42 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.03%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ივნისის განმავლობაში 1.78%-ით, ანუ 701.19 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 40.11 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის ივნისის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.37% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით.