საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით საქართველოსა და იტალიის ერთობლივი პროექტების შესახებ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა.
კონფერენციაზე მიმოიხილეს სხვადასხვა ეპოქის არტეფაქტებისა და კულტურის ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციის კუთხით ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი არქეოლოგიური კვლევების შედეგები.
ყურადღება გამახვილდა გელათის მონასტრის მოზაიკური კომპოზიციის პრევენციული კონსერვაციის პროექტისა და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამის მიმდინარე ეტაპის შედეგებზე.
ხაზი გაესვა ქართველი და იტალიელი ექსპერტების მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.









