საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში 4 ივნისს, 10:00-დან 11:00 საათამდე საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონია გაიმართება.

 ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები იუ კომაკი და ტოშიკო ონერი.

„იაპონური ჩაის ცერემონიაზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა (ჩადო), სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაი რიტუალურად მზადდება. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი დაესწრებიან.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ბაღში სტუმრობის საფასურის გადახდა მოუწევთ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.