ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. მიღებული ტრავმების შედეგად ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, ენმ-ის წევრს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება და შესაბამისი კვლევები უტარდება.
"შემოყვანილია პაციენტი ქალა-ტვინის ტრავმით. ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა. პაციენტს უტარდება კლინიკა - ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი. რჩება კლინიკაში მკურნალობის ჩასატარებლად", - ამბობს ექიმი ჟურნალისტებთან. - განაცხადა ექიმმა მედიასთან.