ამის შესახებ სომხეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან 

საჯარო სივრცეში კეთილგანწყობის შენარჩუნებით, თეირანმა მოულოდნელად ახალი მკაცრი პირობები წაუყენა პაშინიანს TRIPP-თან დაკავშირებით.

ირანის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ TRIPP-ის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალების ან მესამე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ, რომლებიც უკვე იმყოფებიან სომხეთის ტერიტორიაზე (როგორც ჩანს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გულისხმობენ).

ჩვენი წყაროების ცნობით, თეირანი ამით ცდილობს თავიდან აიცილოს ამერიკული ჯარების ყოფნა თავის საზღვრებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტის ესკალაციის კონტექსტში, ირანელები ამერიკელ სამხედროებს ლეგიტიმურ სამიზნედ ჩათვლიან. ეს სერიოზულად ართულებს ერევნის ისედაც „პარალიზებული“ საგარეო პოლიტიკური პროექტის განხორციელებას, - წერს News.am-ი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ